დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასულიერო პირების ინფიცირებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ეკლესია საზოგადოების ისეთივე წევრია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.
„ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ ვიყოთ პირბადით აუცილებელია.
საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს ვთხოვ, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
არესად გავხევ „გრუჩიტელს“, რომ დაგაყრუოთ - რას წერდა 22 წლის გოგო ავარიამდე ერთი დღით ადრე
ზოგჯერ PCR ტესტის დადებითი პასუხი არ ნიშნავს, რომ პაციენტი დაავადებულია - რატიანი
გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თუ გაგვიუარესდა შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს