ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ინდოეთმა კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო.
„ინდოეთი აწარმოებს ვაქცინას კოვაქსინს, რომელიც არის ინაქტივირებული (ჩინური ვაქცინების ანალოგი). დღეს გამოქვეყნდა მათი მესამე ფაზის კვლევის პრესრილიზი. ვაქცინის ეფექტურობა დელტა (ინდური) ვარიანტის მიმართ 65% -ია.
პ.ს. ამ პარალელის გავლება სინოფარმი/სინოვაკთან სწორი არ იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით ინაქტივირებული ვაქცინების ეფექტი ამ ვარიანტზე ამ ფარგლებში იმერყევებს,“ - წერს კულუმბეგოვი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი... ამიტომ გაფრთხილებთ“...- დავით გადელია