Digest Logo

„ვართ ახლა აქ, მთელი ოჯახი იმავე აუზთან უსოფოოდ და თან სულ სოფოსთან ერთად“ - ნინო შუბლაძის ემოციური პოსტი

1625340209
ნინო შუბლაძე

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე გარდაცვლილი დის, სოფო შუბლაძის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს თუ როგორ გაატარეს შარშანდელი ზაფხული ერთად ქალაქგარეთ, როგორი სიცოცხლის მოყვარული იყო სოფო და როგორ აქტიურობდა ყოველ ზაფხულს და მთელ მათ სამეგობროს ტურს უგეგმავდა.

„ამ დროს უკვე სადმე ზღვაზე ვიყავით ხოლმე - სოფო ყოველ წელს ჩაგეგმავდა მისებურად, შეგვკრებდა და მივდიოდით „ბოშათა ბანაკი“ ხან ეგვიპტეში, ხან თურქეთში და ხან საბერძნეთში.

კოვიდი რომ დაიწყო და ვერსად ვეღარ წავედით, შარშან ტაბახმელაში სახლი ვიქირავეთ და მთელი ზაფხული ასე იზოლირებულები გვყავდა ბავშვები და დედა-მამა. დღეს ამოვბარგდით ისევ აქ, იმავე სახლში, სოფომ რომ შეგვირჩია შარშან ... ეს ფოტოებიც გასულ უუუბედნიერეს ზაფხულს ანომ გადაუღო სოფოს. გამხდარი საკუთარი სილუეტით ტკბებოდა. ჰოდა ასე რაღაცნაირად ვართ ახლა აქ, მთელი ოჯახი იმავე აუზთან უსოფოოდ და თან სულ სოფოსთან ერთად“, - წერს ნინო შუბლაძე.

ნინო შუბლაძის და სოფო შუბლაძე 25 თებერვალ კორონავირუსით გარდაიცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ბაღი არ არის ბავშვის თავიდან მოცილების გზა“ - დედამთილმა რძალს ყველაზე „დალაიქებული“ ბაღი დაუწუნა

გაინტერესებთ რატომ შეუძლია ზოგიერთ ქალს მხოლოდ ბიჭების გაჩენა?

„ჩუმ ადამიანებს ყველაზე ხმამაღალი გონება აქვთ“ - სპეციალური ინფორმაცია ინტროვერტებისთვის