Digest Logo

იცავს თუ არა ოჯახის ერთი წევრის ვაქცინაცია დანარჩენებს ინფიცირებისგან? - ახალი კვლევა

1631342367
ნანა გეგეჭკორი

ახალი კვლევის მიხედვით, აცრილი ადამიანების ოჯახის წევრების კორონავირუსით ინფიცირების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება Pfizer–BioNTech-ის და Oxford–AstraZeneca-ს პირველი დოზის გამოყენებიდან 14 დღის შემდგომ, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ავრცელებს.

„იცავს თუ არა ინდივიდის ვაქცინაცია მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირებისგან?

კვლევის დეტალები გამოქვეყნებულია ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალში (NEJM).

კვლევა ჩატარებულია შოტლანდიაში, ჯანდაცვაში მომუშავე პერსონალის და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობით. შოტლანდია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა სადაც ვქცინაცია დაიწყო. კვლევისას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები მოიცავს 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2021 წლის 3 მარტამდე პერიოდს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მე მგონი, თითქმის მარტო დავრჩი“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

🔵„კოვიდის 10 მცნება: ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია“ - ექიმის რჩევები

🔵 „მომაკვდავი დედა, რომელსაც თავისი წილი ჰაერიც არ აქვს ფილტვებში, რეკავს და შვილის ამბავს კითხულობს...“ - რა ისტორიას იხსნებენ გარდაცვლილ ფეხბურთელზე?