საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატიას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია ვაქცინაციის შესახებ.
როგორც ფხაკაძე ამბობს, სწორედ მისი კომუნიკაცია აღმოჩნდა სწორი. ექსპერტი განმარტავს, რომ საზოგადოებასთან საჭიროა საუბარი, როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე. მისივე თქმით, ეს კონსპირაციების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა.
„ჩემი სიტყვები და ჩემი კომუნიკაცია არის სწორი და დამტკიცდა კვლევით (იხილეთ ბმული)
სიმართლე, და მხოლოდ სიმართლე ვაქცინაციის შესახებ (ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის განხილვა) არის ერთადერთი სწორი გზა.
ჯანდაცვის სფეროში ყოველთვის უნდა ვაღიაროთ შეცდომები და ვთქვათ სიმართლე. ეს არის საუკეთესო იარაღი კონსპირაციული თეორიების წინააღმდეგ.
თქვით სიმართლე (მტკიცებულებებზე დაფუძნებული), როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის.
ჯანმრთელობას გისურვებთ.
P.S. სამწუხაროდ, მე მგონი, თითქმის მარტო დავრჩი. ყველა გადანაწილდა პარტია/ბიზნესში და იმიტომ მებრძვიან ყველანი. ვერ ხვდებიან, რომ საკუთარ თავს ებრძვიან" - წერს ფხაკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵დაუჯერებელი ამბავი: ბავშვი, რომელიც 25-ე კვირას დაიბადა კლინიკიდან გაწერს