„სისტემის კოლაფსის წინაშე ვდგავართ... ხალხის შეშინება ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ რეგულაციები და რეგულაციებზე კონტროლი თუ არ გამკაცრდა, გველის ძალიან ცუდი სექტემბერი“ - ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, თამარ ჟამურაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში სექტემბერში და ოქტომბერში ინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულ ნიშნულს მიაღწევს, გამოსავალს კი, ჟამურაშვილი შეზღუდვების დაწესებაში ხედავს.
ექიმი მიიჩნევს, რომ ამ ბერკეტების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება ვირუსის გავრცელების მართვა.
„წითელი ზონიდან ტურისტების შემოყვანა ან უნდა შეიზღუდოს, ან კარანტინის გავლა უნდა დაუწესონ. ეს არ არის საიდუმლო არავისთვის, რომ ტურისტები საქართველოში გაყალბებული კოვიდ პასპორტებით და PCR-ით შემოდიან. აუცილებელია 2 ან 3 პირბადის ტარება, კაფეებმა და რესტორნებმა კი უნდა მიიღონ მხოლოდ ღია ცის ქვეშ სტუმრები და ისიც აცრილები, ან ის ადამიანები ვისაც PCR ექნება ბოლო 72 საათში გაკეთებული,“- ამბობს ჟამურაშვილი.
მისივე განცხადებით, ინფიცირებული პაციენტები ღამით ქუჩაში გადაადგილდებიან და ადამიანები წახალისებულები არიან, იმით, რომ მათ ჯარიმები ჩამოეწერათ.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გასამმაგდეს - პაატა იმნაძის საგანგაშო პროგნოზი