გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემებს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისი 333
აჭარა 84
იმერეთი 111
ქვემო ქართლი 67
შიდა ქართლი 78
გურია 23
სამეგრელო - ზემო სვანეთი 41
კახეთი 35
მცხეთა-მთიანეთი 35
სამცხე-ჯავახეთი 17
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 22 628.
აქედან 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 903, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 347.
მძიმე პაციენტია 1 094 პირი.
მათ შორის, თბილისში - 526, აჭარაში - 133, იმერეთში - 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 40, იმერეთში - 63.
1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.
მათ შორის 690 - თბილისში, 800 - აჭარაში, 123 - იმერეთში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 489 ადამიანი.
მათ შორის, თბილისში - 221, აჭარაში - 141, ხოლო იმერეთში - 7.
14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
824 ინფიცირება, 4 227 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში
24 დეკემბრიდან ყველა შეზღუდვა არ გაუქმდება - მთავრობა გეგმას ცვლის