ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არასტაბილურია.
ექიმი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბოლო დღეებში ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი მცირდება.
„ჯერ არ არის სტაბილური სიტუაცია, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუნდაც სიკვდილიანობის შესამცირებლად, არის ვაქცინაცია.
ბოლო რამდენიმე დღეა, დღიურად აცრილი ადამიანების მაჩვენებლის ტენდენცია კლებულობს.
აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, პირბადის გამოყენება იმ სივრცეებში, სადაც ეს საჭიროა, ასევე, ფიზიკური დისტანცირება“, - აცხადებს გოგინავა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ჩემი ბავშვობის ოცნების ქალი ხარ, კვლავ საოცნებო...“ - რას პასუხობს იუნა შაფათავა თაყვანისმცემელს