კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ მთელი ოჯახი კრონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონითაა ინფიცირებული.
როგორც კაჭკაჭიშვილი წერს, დაავადებას სწრაფი ტესტი არ აფიქსირებს, თუმცა თავს ყველანი ცუდად გრძნობენ. მისივე თქმით, ვირუსი არ გადასდებია დედამისს, რომელიც ახალნაოპერაციებია.
„მოკლედ სწრაფი ტესტები არ ადასტურებს მაგრამ ზუსტად ვიცი ომიკრონი გვაქვს მთელ ოჯახს, ტყუპები პფაიზერით აცრილები, მე „სინოფარმით“ და მამაჩემიც სინოფარმით. მე ვარ ძალიან მსუბუქად და მამაჩემიც. აი, ტყუპებს ძალიან ახველებთ და რა დასკვნა გამოვიტანო, ვეღარ გავიგე.
ოჯახში 4 ადამიანს ვირუსი გვაქვს და დედაჩემს არ გადაედო, თფუ თფუ. ის პირველი მთავარი კოვიდი აქვს გადატანილი, თან ახალნაოპერაციებია და შესაბამისად, იმუნიტეტდაქვეითებული მიდი და გაიგე ახლა, რა ხდება“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: