Digest Logo

„სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

1641967802
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:39-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს სიჯიუტის და ეგოიზმის გამოვლენა, სულსწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეყვანის ალბათობა. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მოგიწიოთ გასული წლის გაზაფხულზე დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

პარტნიორული ურთიერთობა – შეიძინეთ სასიამოვნო საჩუქარი და გაუკეთეთ სიურპრიზი თქვენს პარტნიორს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, შინაური ცხოველების და უძრავის ქონების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, ადრე დაწყებული საქმის გაგრძელებისა და ძველი შეცდომების გამოსასწორებლად.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ გაზიანი და გამაგრილებელი სასმელების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ლიმონისფერი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბის, ქალწულისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

ასევე დაგაინტერესებთ

VIDEO: „ბატონმა ამირანმა თქვა, წავალო, მაგრამ ვის დავუტოვო ჩემი სკამიო. აგერ ვარ, ხელფასი არ მინდა“ - ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

„ჯიბიდან ამოიღო ქაღალდში გადახვეული ხურდები, მთლიანად ჩაუთვალა გამყიდველს და უთხრა...“ - რა მოხდა ერთ-ერთ მაღაზიაში

„რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი... დახურეთ “ - რას წერს ნინო თარხნიშვილი

„დავარწმუნოთ აუცრელები ვაქცინის აუცილებლობაში. თხოვნა, ჩხუბი, ისტერიკაც დაიმართეთ, თორემ დავკარგავთ ამ ხალხს“ - ბაია პატარაია

„მისგან ტერენტი გრანელის გამოყვანა არ გამოვა... არ უცხოვრია პოეტის ცხოვრებით“ - ზვიად კვარაცხელია რეზო ამაშუკელზე

„მშვენივრად წამოჯდა სახლში და დედაჩემი გააგდო გარეთ, სავაჭროდ... წელი სწყდებოდა ქარხნიდან ამხელა სიმძიმის თრევით“ - ტრაგიკული ისტორია