ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. სპეციალისტების ინფორმაციით, მდგომარეობას ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელება კიდევ უფრო ართულებს.
მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სადღესასწაულო პერიოდში მობილობის გაზრდის შემდგომ ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებლებმა მკვეთრად მოიმატოს.
მე-6 ტალღისგან თავის ასარიდებლად ეპიდემიოლოგები მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ როგორღაც გაწონასწორებულად და მეტი სიფხიზლით შევხვდეთ ამ სადღესასწაულო დღეებს, რათა ახალი წლის დღეების შემდგომში არ მოხდეს მასიურად კიდევ უფრო მეტად მომატება ინფიცირებულთა რიცხვის“, - ამბობს პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაკა ბულეიშვილი.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების პიკი საქართველოში იანვრის მეორე ნახევრის შემდეგ დაფიქსირდება.
მისი თქმით, ამის ვარაუდი სხვა ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით შეიძლება.
„ომიკრონის“ ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს სწორედ მისი უფრო მეტი გაახალგაზრდავება და მათ შორის ბავშვებში შემთხვევების რაოდენობის მატება. გარკვეულ ეტაპზე საქართველოში შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, ჯერჯერობით, შემთხვევები კლებადია და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში „ომიკრონის“ მიერ გამოწვეული მაქსიმუმი სავარაუდოდ, ალბათ იქნება იანვრის მეორე ნახევრის შემდეგ. ეს არის ის სტატისტიკა, რასაც გვაძლევს ის ქვეყნები, სადაც „ომიკრონმა“ პირველი შემთხვევების დაფიქსირებიდან პიკამდე 3-4-კვირიანი პერიოდი გაიარა“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ჩვენი სამშობლო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს“ - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება
VIDEO: რას პროგნოზირებს და რა რჩევებს აძლევს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს
VIDEO: „აქ ყოფნა ამაღელვებელია“ - სოფო ნიჟარაძე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა