Digest Logo

„ომიკრონის“ ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გარდაუვალია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

1641448139
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შტამის „ომიკრონის“ შესახებ წერს. მისი თქმით, შემთხვევების ზრდის პრევენციის მიზნით, აცრა და პირბადის ტარება აუცილებელია.

ომიკრონის“ ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გარდაუვალია.

რაც ამ ეტაპზე ვიცით მაღალი რისკია რეინფიცირების და ვაქცინირებულებში „გაპარული“ ინფექციის, ოღონდ ასეთ ადამიანებში უჯრედული იმუნიტეტი მუშაობს (თან საკმაოდ კარგად) შესაბამისად მათ რეანიმაცია ნაკლებად ესაჭიროებათ.

ამერიკაში და ბრიტანეთში ჩანს, რომ მართვით სუნთქვაზე ძირითადად აუცრელი ხალხი ხვდება, მაშინ როდესაც ჰოსპიტალში საკმაოდ ბევრი აცრილი და გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანია (თუმცა ნაკლები ვიდრე დელტას დროს)

ჩვენს ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 31%-ია მხოლოდ აცრილი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ატარეთ პირბადე, სოციალური კონტაქტები შეზღუდეთ და აიცერით რაც შეიძლება მალე (განსაკუთრებით > 50 წლის და რისკის-დაავადების მქონე ხალხმა)“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ👇

🔵„არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო“ - მამა პეტრე

🔵„ქალი, რომელიც ყველას უყვარდა “ - ნელი გობეჯიშვილი გარდაიცვალა

🔵„იძინეთ, იძინეთ... საცივიც ახლიდან გააკეთეთ და გოზინაყიც“ - ინგა გრიგოლია ოპოზიციას მიმართავს

🔵რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა

🔵ციციშვილის კლინიკაში კოვიდით 4 თვის ჩვილი დაიღუპა