Digest Logo

„ქალი, რომელიც ყველას უყვარდა “ - ნელი გობეჯიშვილი გარდაიცვალა

1641385071
ნელი გობეჯიშვილი

დედოფლისწყაროს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი ნელი გობეჯიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს ქალთა საბჭო“ ავრცელებს. 

„ნელი გობეჯიშვილი - ქალი, რომელიც ყველას უყვარდა. ეს ნათლად გამოჩნდა მისი გარდაცვალების პირველივე წუთებიდან.

გლოვობს საზოგადოება, ძვირფასი ურთიერთობების მქონე ადამიანს, ის ხომ ყურადღებიანი, გამოცდილი, მეტად ზებუნებრივად სითბოთი აღსავსე ადამიანი იყო. თავისებურად მებრძოლი ქალის სახეს ტოვებდა, რითაც იგი არასოდეს უკანონობას და უწესობას არ ეგუებოდა.

ის ყოველთვის მაძებარი იყო სიახლის და ამით მრავალი იდეის განმახორციელებლად გვევლინებოდა. იგი პირველ რიგში თავის თავს სთხოვდა და მერე სხვას. ამით იგი თავის პიროვნებას ძერწავდა, ამიტომაც მასთან ურთიერთობა ყოველთვის თანმხვედრი იყო.

ნელი გობეჯიშვილი დედოფლისწყაროს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი იყო, სადაც უამრავ კეთილ და საქმიან პროექტებს ახორციელებდა, 100-წლოვან საქართველოს ქალთა საბჭოსთან ერთად. დიდია ღვაწლი და ამაგი ნელი გობეჯიშვილის ქალთა საბჭოს მუშაობაში ხელშეწყობისთვის, გაჭირვებულთა, უნუგეშოთა თანადგომასა და დახმარებაში.

„წასულს არ უნდა გრცხვენოდეს, დატოვებული კვალისა“ - დიახ ასეთი სახალხო თქმა უძღვის წინ მის fB გვერდს.

ამ სიტყვების გამააზრებელი არასოდეს გვერდს არ აუვლიდა მის შინაარსს. ნელიმ ნამდვილად დატოვა კვალი, რომლისაც მის შთამომავლობას არასოდეს შერცხვებათ.

ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, თანამშრომლებს ნელი გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო“, - წერს საქართველოს ქალთა საბჭო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„იძინეთ, იძინეთ... საცივიც ახლიდან გააკეთეთ და გოზინაყიც“ - ინგა გრიგოლია ოპოზიციას მიმართავს

🔵რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა

🔵ციციშვილის კლინიკაში კოვიდით 4 თვის ჩვილი დაიღუპა

🔵„ინტერნეტზე რომ გქონდეთ „სოჩიკი“, მერე ნახეთ თქვენ ხარჯი“ - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში პეტრე კოლხის სტატუსს

🔵„ორმაგი ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა“ - ზაზა წერეთელი

🔵„გაზის გადასახადმა ყველასთან აიხია სახე, თუ მე ჩავიდინე რაღაც განსაკუთრებული?!“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი