ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის დელტა შტამთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს და ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულებას ვარაუდობს.
„დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს, ერთი ერთში. პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში. ჟანგბადის დეფიციტი იქნება, ასევე, 1-2 კვირაში," - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფხაკაძე აუცილებლად მიიჩნევს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას:
„ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი).
პირბადეების ხარისხის ლაბორატორიის ჩამოტანა და გამართვა (ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან).
ქვეყნის არჩაკეტვა და მართვა ეპიდემიის რეგიონების მიხედვით (ჩაკეტვა მარტო იმ რეგიონების, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის).
მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი).
წითელი სატრანსპორტო კორიდორების გახსნა (რომ ტრანზიტულმა მძღოლებმა არ გაავრცელონ ვირუსი).
საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის "QR" კოდების სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნეს დაწეული ყალბი “კოვიდ პასპორტების” გამოყენება საქართველოში," - მიიჩნევს გიორგი ფხაკაძე.
✅აგრეთვე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ, უმძიმესი სანახავია…“ – ნახეთ, როგორ გამოიყურება თინა ხიდაშელი
„ისეთი რამ დამმართა ამ დაავადებამ, ლამის მოვკვდი...“ - მარიკა ბაკურაძე