რეპროდუქტოლოგმა ლალი ფხალაძემ კოვიდ 19 - ის ვირუსის მამაკაცების რეპროდუქციულ სისტემაზე ზემოქმედების შესახებ გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა. როგორც მედიკოსმა აღნიშნა, რომ კვლევებით მამაკაცების სათესლეებსა და პროსტატაში გარკვეული ცვლილებები გამოვლინდა:
„საინტერესო მონაცემები იქნა მიღებული. აღმოჩნდა, რომ ამ ვირუსის ფონზე აღინიშნა გარკვეული ცვლილებები მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაში. იყო ანთებითი ცვლილებები სათესლეებში, პროსტატაში, ასევე თრომბოზის ნიშნები და გარკვეული ცვლილებები სპერმის პარამეტრებში. რამდენიმე კვლევა არსებობს. ეს ცვლილებები გამოვლინდა უშუალოდ დაავადების მიმდინარეობის და დაავადების გადატანიდან უახლოეს ინტერვალში,“ - განაცხადა ლალი ფხალაძემ.
მისივე თქმით, არსებული მონაცემებით, კოვიდ -19 მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
„ძალიან რთულია დღეს დამაჯერებლად ვისაუბროთ გართულებებზე. ალბათ, ამას წლები დასჭირდება, რომ ჩვენ დავდოთ რეალური დასკვნა. ამ ეტაპზე ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვისარგებლოთ იმ კვლევებით, რაც დღეისთვის არსებობს. ეს კვლევები მუდმივად მიმდინარეობს, მუდმივად ხდება ინფორმაციის განახლება. არსებული მონაცემებით კოვიდ -19 მნიშვნელოვან გავლენას მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე არ ახდენს. გარკვეული ცვლილებები ჰორმონულ პარამეტრებთან მიმართებაში აღინიშნა, მათ შორის სპერმის პარამეტრებთან მიმართებაშიც,“ - განაცხადა ფხალაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას“ - ფხაკაძე
🔵„ზუმერის დაყენება მინდა – „მომსახურების გაუმჯობესებისთვის საუბარი იწერება“ - მამა იოანე
🔵გოგაშვილი სუსიდან გამოტანილ საინფორმაციო ბაზაზე - „ვმუშაობ, რომ გავარკვიო თუ ვინ განახორციელა ეს“...