Digest Logo

„მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას“ - ფხაკაძე

1631699710
ექიმი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას არალოგიკურ პანდემიას უწოდებს და პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. ფხაკაძე მოქალაქეებს ინფექციისგან დასაცავად კონკრეტულ რჩევებს უზიარებს. 

მედიკოსი მოქალაქეებს სიკეთის კეთებასა და პოზიტიურ მოვლენებზე ორიენტირებას სთხოვს.

„ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი.

ქვეყანაში არის ალოგიკური ეპიდემია ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი.

ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ?! დღეს ისევ დავკარგეთ 60 ჩვენი თანამოქალაქე. სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი, რომ ახლა არჩევნების ჩატარება დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინასაარჩევნო აქტივობები - ეს დამღუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?!

ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერი არ აინტერესებს... მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს:

არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);

მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და, საერთოდ, მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;

ტრანსპორტში კონდიციონერები გამორთული უნდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;

ტაქსიში „ორპირი გააკეთეთ“ 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;

შენობებში ცენტრალური კონდიცირება უნდა იქნეს გამორთული და „ორპირი“ უნდა იქნეს შექმნილი, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია ხდებოდეს;

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან.

ხშირად დაიმუშავეთ ხელები.

სანამ არის პფაიზერი ქვეყანაში, აიცერით.

არა ნეგატივს: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ - ყველა ნეგატიური ამბავი, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის

მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული.
გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს კაცი გერმანელი რომ იყოს, გააფეტიშებდნენ იმდენს აქებდნენ“ - თამარ ჟამურაშვილი დემნა გვასალიაზე

🔵„პატრიარქი გადადგომას აპირებდა“ - ფარული ჩანაწერების შემდეგი სერია

🔵„ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა განათლების სამინისტრომ! მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს“