სუსის ყოფილი მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილი, მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სუსიდან გამოტანილ საინფორმაციო ბაზაზე კომენტარს აქვეყნებს. გოგაშვილი მომხდარს ანტისახელმწიფოებრივ აქტს უწოდებს. მისი აზრით, პროცესი სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების ჩამოშლას ემსახურება.
გოგაშვილი მოქალაქეებს მაქსიმალური მორალური პასუხისმგებლობის გამოჩენას სთხოვს და აცხადებს, რომ ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნებამ შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.
„მინდა, გამოვეხმაურო სუსიდან გამოტანილი საინფორმაციო ბაზის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
პირველი, რაც მინდა დავაფიქსირო არის ის,რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებებს.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ორგანიზატორმა“ უგულვებელჰყო სახელმწიფო ინტერესები, ეკლესიის და უწმინდესის ავტორიტეტი. თავის მიზანს, გაანადგუროს ის და ამავდროულად დაშალოს ოცნება, გადააყოლა ყველა მთავარი ეროვნული ღირებულებები.
მე პირადად ვიყავი ამ სისტემის ნაწილი 2013 წლიდან. რიგითი არა და იცით ეს ყველამ. ბუნებრივია ვიცი მეთოდები, ბერკეტები, მოტივაცია და მიზნები ამ სისტემის მუშაობისა. ბუნებრივია საზოგადოებისა და მედიის კითხვები კონკრეტული (ყოფილი, თუ ახლანდელი) მაღალჩინოსნების, მიმართ. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ პოზიციას მოგახსენებთ. მერწმუნეთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ყველაზე მეტად ჩემს ინტერესებშია.
თუმცა იმასაც ნათლად ვაანალიზებთ, რომ ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა გაჭირდება.
მე ჯერ კიდევ სისტემაში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ, დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა.
ამიტომ ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! ყველა მოქმედი, თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან.
მაგრამ სისტემის დანგრევას არ უნდა შესწირო შენი ქვეყანა. მე ვიმეორებ ვიწყებ, ამ მახინჯი კედლის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვი არ გადაჰყვება. დასანგრევი დაინგრევა და ჭუჭყი ჩაირეცხება.
მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა!
უნდა მოხდეს ბოროტების მანქანის დემონტაჟი და არა სტიქიური მსხვრევა, რაც საქართველოს მტრებს მეტად გააძლიერებს.
მე მტკიცედ ვდგავარ ამ გზაზე და ნურავინ ეცდება გამაჩეროს და გადამეღობოს. მე გამაჩერებთ? ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი, ჩემი ნამდვილი მეგობრები გააკეთებენ ამას.
„კუდი გამოგიჩნდათ პატივცემულო“…
მე ვმუშაობ, რომ მეტი ინფორმაცია მოვიპოვო იმის დასადასტურებლად, თუ ვინ განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, დიახ ეს არის უდიდესი მასშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩემთვის პირადად საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90-% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ეს, მაგრამ დრო მჭირდება და ავწევ ვერსიის რეალობის დონეს.
რაც შეეხება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში მავანთა მიერ გაჟღერებულ სისულელეებს, რომლის საშუალებითაც სასურველი მიმართულებით ისრების გადატანას ცდილობენ. ეს უსუსური და სასაცილო მეთოდები გაცვდა და მოეშვით. ქვეყანა თავზე დაგექცათ და შეჩერდით.
P.S მინდ, თხოვნით მივმართო ყველა მედია საშუალებას: ნამდვილად დასაფასებელია თქვენი პოზიცია, რომ ერიდებით მოპოვებული მასალის უკონტროლოდ გავრცელებას. ბუნებრივია უნდა გააშუქოთ ინფორმაცია და ნაწილი შესაძლოა გაასაჯაროვოთ, მაგრამ ძალიან სიფრთხილით მოეკიდეთ ამ ამბავს.
მაქსიმალური მოქალაქეობრივი და მორალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ ყველამ. შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოყვეს და ამით ვერავინ ვერ იხეირებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრები. ეს ჩვენი ყველას ქვეყანაა და ნუ დავანგრევინებთ მავანს,“ - წერს გოგაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵იცით, ვინ აკონტროლებს თქვენს ინტიმურ მიწერ-მოწერას? - სოსო გოგაშვილი განგვიმარტავს
🔵„ზუმერის დაყენება მინდა – „მომსახურების გაუმჯობესებისთვის საუბარი იწერება“ - მამა იოანე
🔵„პატრიარქი გადადგომას აპირებდა“ - ფარული ჩანაწერების შემდეგი სერია
🔵„მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას“ - ფხაკაძე