Digest Logo

რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით

1608540064
ბიძინა კულუბმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი თვისებები ბოლომდე არ იქნება შესწავლილი, ამან შესაძლოა დამატებით პრობლემები შექმნას.

ექიმის თქმით, დღეის მონაცემებით ახალი შტამით გამოწვეული დამძიმებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

„თუ შენ ახალი მუტაციური ვარიანტის თვისებები ბოლომდე არ იცი, ამან შეიძლება დაგაყენოს პრობლემის წინაშე, იგივე დაამძიმოს პაციენტების მდგომარეობა და ჩნდება კითხვა ვაქცინაციას, რომელსაც ევროპის ქვეყნები აკეთებენ, ეს ხომ არ იქნება ვაქცინის უეფექტობის საფუძველი?

არავითარი კლინიკური მინიშნება, რომ თუნდაც ბრიტანეთში და ინგლისის რომელიმე ნაწილში დაუმძიმდათ პაციენტები ან პირიქით ბევრი პაციენტია, დღეს არ არსებობს“, - განაცხადა ექიმმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ესაა 21-ე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობა, საქართველო ჯერ არ გაქრისტიანებულა – დეკანოზი

რა გველოდება 20-21 დეკემბერს? – აპოკალიფსური მოვლენების პიკი და რამდენიმე სცენარი ერეკლე შონიასგან

ბებია-ბაბუა მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არ იციან რომ შვილი აღარ ჰყავთ, როგორ გავაგებინო? - კაჭკაშიშვილი