ეპიდემიოლოგი თინათინ გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ რა მიზეზით შეიძლება არ დაუდასტურდეს კოვიდინფიცირებულს ინფექცია.
მისი განმარტებით, ტესტირებისას ცდომილებას სამი მიზეზი აქვს - ნაადრევად ჩატარებული კვლევა, უხარისხო ტესტი და ტესტის ჩატარების არასწორი მეთოდი.
„რატომ არ გვიდასტურდება კოვიდინფექცია სწრაფი ტესტით?
1. არ არის სწორად შერჩეული მომენტი ტესტირებისთვის - სიმპტომების დაწყებიდან გასული უნდა იყოს სულ ცოტა 24 საათი, უარყოფითი პასუხისას უნდა ჩატარდეს განმეორებითი ტესტირება 72 საათიანი ინტერვალით, ან კვლევა გაგრძელდეს პჯრ მეთოდით.
2. ცხვირ-ხახის ნაცხის აღებისას არ მოხდა ტექნიკის შესრულება - ჩხირის წვერმა უნდა მიაღწიოს ნაზოფარინქსის ზედაპირს (ცხვირ-ხახის უკანა მხარე) და 15 წამის განმავლობაში უნდა დატრიალდეს ორჯერ მაინც აღნიშნულ ზედაპირზე (იხ. ფოტო). შეცდომაა ტამპონის ნესტოებში დატრიალება!
3. ტესტი უხარისხოა - ლაბორატორიებში ტესტირებისას მკაცრად მოითხოვეთ ტექნიკის შესრულება, თქვენ გაქვთ ამის სრული უფლება!“, - წერს თინათინ გაბრიჩიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჰოდა, ახლა, რა გვგონია, სომხები გვამებს მალავენ?“ - მერაბ მეტრეველი