ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველოში კორონავირუსის გაზრდილ სტატისტიკას ეხმიანება და პარალელს გასულ წელს სომხეთში მიმდინარე ეპიდვითარებასთან ავლებს.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ საქართველოში პანდემიის მართვის მეთოდმა არ გაამართლა და ხელმძღვანელი პირებისგან, მეზობელ ქვეყნებზე სწორება უკვე თავის მართლებას ჰგავს, რომელიც ეპიდვითარებას ვერ გააუმჯობესებს.
„საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი.“
სომხეთში კორონავირუსის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა."
გახსოვთ, სომხეთი რომ გვეცოდებოდა და საქართველოს მთავრობას მათი დახმარებისკენ მოვუწოდებდით? სომხები კი ამტკიცებდნენ, ქართველები, ეტყობა, სტატისტიკას აყალბებენო. არადა, ბოლო ერთი წელია ჩვენთან საშუალოდ 10-ჯერ მეტია შემთხვევებიც და სიკვდილიანობაც.
ჰოდა, ახლა ჩვენ ვჩურჩულებთ, ეტყობა, ეგენი კარგად არ აღრიცხავენო. თავის გასამართლებლად კარგი არგუმენტია: ეგენი აყალბებენ. გახსოვთ, ჩვენ რას ვამბობდით მაშინ: შემთხვევების რაოდენობას რომც აყალბებდნენ ჩვენები, სიკვდილიანობის ზრდას მაინც ვერ დამალავდნენო. ჰოდა, ახლა, რა გვგონია, სომხები გვამებს მალავენ?
სხვა ახსნა სჭირდება ჩვენთან პანდემიის მართვის ასეთ ჩავარდნას“, - წერს მერაბ მეტრეველი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვისთვის იწყება კარმული პერიოდი და რას უნდა ელოდოთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში
🔵18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵სამსახურის შეცვლა, სასიყვარულო კავშირები და ფინანსები - როგორი იქნება 2022 წელი კუროსთვის?
🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, ის 20 დღის განმავლობაში ახდება“ - დღის დეტალური პროგნოზი