Digest Logo

„ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველა ადამიანს“ - პატრიარქის ქადაგება

1642585515
ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოქალაქეებს ნათლისღების დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა. პატრიარქმა ნათლისღების მადლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს მადლი ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს. 

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ქრისტესი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული. ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველა ადამიანს ამ განსაცდელისგან“, – აღნიშნა პატრიარქმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვისთვის იწყება კარმული პერიოდი და რას უნდა ელოდოთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში

🔵სამსახურის შეცვლა, სასიყვარულო კავშირები და ფინანსები - როგორი იქნება 2022 წელი კუროსთვის?

🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, ის 20 დღის განმავლობაში ახდება“ - დღის დეტალური პროგნოზი

🔵ათონის მთაზე ბერი გარდაცვლილი იპოვეს

🔵„დედაჩემის სული არ მოგცემთ საშველს მანამ, სანამ საჯაროდ არ იყვირებთ, რომ გენოციდი მოუწყვეთ საქართველოს მოსახლეობას!“ - დეა ადამია

წყარო: 1tv.ge