Digest Logo

„რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…“- აიცრა თუ არა გიორგი ღოღობერიძე

1628715791
გიორგი ღოღობერიძე

კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს პასუხობს, ვისაც აინტერესებს აიცრა თუ არა ის.

მისი თქმით, ისიც და მისი ოჯახის წევრებიც „პფაიზერის“ ვაქცინით აიცრნენ.

 

„აიცერი თუ არაო?


მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.

ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…

ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.

ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით", - წერს გიორგი ღოღობერიძე.


აგრეთვე დაგაინტერესებთ👇

🔵 „ბოლო საუბრისას მითხრა, როგორ ვნანობ, რომ არ დაგიჯერე და „სინოფარმით“ არ ავიცერიო“ - რას წერს კოვიდით გარდაცვლილი ცნობილი ოფთალმოლოგის შვილი

🔵 „ის რაც დღეს ხდება, ძალიან საწყენია“- რას წერს გიორგი ღოღობერიძე

🔵 „სამტრედიასთან ბენზინგასამართ სადგურთან გავჩერდი და ..." - ნახეთ, რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს