Digest Logo

„ის რაც დღეს ხდება, ძალიან საწყენია“- რას წერს გიორგი ღოღობერიძე

1628709197
გიორგი ღოღობერიძე

კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვაქცინაციის გამო საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, ის რაც ხდება, ძალიან საწყენია.

„ის რაც დღეს ხდება, ძალიან საწყენია.

ვაქცინის გამო ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს მტრობენ.

საზოგადოება ბანაკებად დაიყო და ერთმანეთის ლანძღვა-გინების მეტი არსებითად აღარაფერი ხდება სოციალურ ქსელში.

სიტყვებიც ისეთი გესლითაა ნასროლი, დიდხანს დარჩება სამიზნეში.

ოდესღაც დასრულდება ეს კოვიდიც და ვნახავთ, რომ არ ღირდა ამად… რომ სიყვარული და პატივისცემა უფრო მეტს მიგვაღწევინებდა.

ვცეთ ერთმანეთს პატივი და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის მიზნით ყველამ გააზრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობას… ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით", - წერს გიორგი ღოღობერიძე.


აგრეთვე დაგაინტერესებთ👇

🔵 „ბოლო საუბრისას მითხრა, როგორ ვნანობ, რომ არ დაგიჯერე და „სინოფარმით“ არ ავიცერიო“ - რას წერს კოვიდით გარდაცვლილი ცნობილი ოფთალმოლოგის შვილი

🔵 „უსასყიდლოდ ვაცხოვრებ ჩემთან გოგონას, რომელიც წელს გახდა სტუდენტი და არ აქვს საშუალება...“ - ლანა ნიკოლეიშვილი

🔵 „სამტრედიასთან ბენზინგასამართ სადგურთან გავჩერდი და ..." - ნახეთ, რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს