Digest Logo

როდის უნდა გაიკეთოს ბუსტერ დოზა ადამიანმა, რომელმაც პირველი ორი დოზის შემდეგ კოვიდინფექციაც გადაიტანა - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია

1640085859
ბიძინა კულუმბეგოვი

მას შემდეგ, რაც ქვეყანა „ომიკრონის“ გამოწვევის წინაშე დადგა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა ვაქცინის ბუსტერ დოზების გაკეთების საკითხი.

თუმცა ბუსტერ დოზის მსურველთა შორის აქტუალურია კითხვა, თუ როდის უნდა გაიკეთოს ბუსტერ დოზა ადამიანმა, რომელმაც პირველი ორი დოზის შემდეგ ინფექციაც გადაიტანა. ამ კითხვას "რუსთავი 2-ის" ეთერში ბიძინა კულუმბეგოვმა უპასუხა:

„ყველაზე საუკეთესო, მანეიტრალიზირებელი ძალის ანტისხეულები აქვთ იმ ადამიანებს სისხლში, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ვაქცინა გაკეთებული, ამათ ეძახიან ე.წ. სუპერ იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, ჰიბრიდული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ამ შემთხვევაში, როდესაც "ომიკრონის" გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ვადები უნდა იყოს შემდეგნაირად დაცული - თუ მე მაქვს ვაქცინა გაკეთებული „სინოფარმი“/„სინოვაკი“ 3 თვის შემდეგ შემიძლია ბუსტერი, „ფაიზერზე“ და „ასტრაზენეკაზე“ 5 თვის მერე. მაგრამ ამასობაში მე თუ დამემართა ინფექცია, ინფექციის გადატანიდანაც გასული უნდა იყოს 30 დღე და მეტი. ორივე ვადა როდესაც იქნება თანხვედრაში, ანუ გასული პერიოდი და გადატანიდან 30 დღე, შემიძლია წავიდე და გავიკეთო ბუსტერული დოზა", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵საქართველოში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა - რა ზომებს მიიღებს ქვეყანა?

🔵ორჯერ ვაქცინირებული გარდაიცვალა, საქართველოს ჯანდაცვას თუ ვკითხავთ გეტყვიან კოვიდითო, არადა გარდაიცვალა იმიტომ, რომ...  – რას წერს იაგო ფრანგიშვილი

🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები

🔵VIDEO: გადაცემის ჩაწერისას ქალმა გონება დაკარგა - პირველადი დახმარება მას ბიძინა კულუმბეგოვმა აღმოუჩინა