როგორ ვმართოთ „ომიკრონი“ სახლის პირობებში და დაზოგო თანხა - ამის შესახებ ექიმი და რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
ის სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დეტალურად გასცემს რჩევებს, რომელიც საზოგადოებას „ომიკრონის“ სახლში სწორად მართვაში დაეხმარება.
„ომიკრონით ინფიცირების ერთ-ერთ დამახასიათებელი არის სურდო. შეიძლება ისე ჩაიაროს ვირუსმა, რომ სიცხე არც გქონდეთ. ასევე ვირუსს ახასიათებს ყელის ტკივილი და თავის ტკივილიც, ასევე ცემინება და დაღლილობა.
არ გადაიღოთ კატე, თუ მხოლოდ სურდო და ყელის ტკივილი გაქვთ და მასში ფული არ გადაყაროთ, რადგან ომიკრონი ფილტვებს არ აზიანებს“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ასევე ის ამბობს, რომ ტესტის გაკეთებაც რიგ შემთხვევაში არის უაზროდ ფულის ყრა.
„ვირუსის კლინიკური ნიშნები უმეტეს შემთხვევაში ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან 2 დღეში ვლინდება. იშვიათად, რომ გამოვლინდეს 2 დღის მერე, თუმცა პირველი 5 დღე არის საყურადღებო. ტესტის გაკეთებას არ აქვს აზრი, თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან 72 საათი არ გასულა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ტესტი უარყოფითი იქნება. თუ სახეზეა სიმპტომები: სურდო, ყელის ტკივილი და დაღლილობის განცდა, უარყოფითმა ტესტმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ვირუსი არ გვაქვს. ასეთ დროს, ადამიანი, სავარაუდოდ, ინფიცირებულია, მაგრამ ტესტმა ვერ დააფიქსირა, რადგან არასწორ დროს მოხდა ტესტირება. თუ თქვენ ხართ ინფიცირებულთან კონტაქტი, ან აღგენიშნებათ ომიკრონისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, სწრაფი ტესტი სახელმწიფო კლინიკებში უფასოდ გეკუთვნით. თუ 20 წუთის შემდეგ პასუხი უარყოფითი მოგივათ, უფასოდ გეკუთვნით პისიარ ტესტიც. პისიარ ტესტის განმეორებით გაკეთება მხოლოდ 72 საათის შემდეგ შეიძლება“, - ამბობს ღოღობერიძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„იტალია სავარაუდოდ ესპანეთის მსგავსად „კოვიდ19“-თან ბრძოლის სტრატეგიას შეიცვლის“ - დოდუკა ბრატულიჩი