საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ისინი რუსული ორგანიზაციების მიერ ფინანსდებიან. მისი თქმით, ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ.
„8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია.
28 მილიონი ამერიკელი ბავშვი აიცრება უახლოეს კვირებში. ამერიკის მოზრდილი მოსახლეობის 80% უკვე აცრილია. პენსიონერების 50% უკვე აიცრნენ ბუსტერით. საფრანგეთში (ყველაზე დიდი ანტივაქსერული ქვეყანა ევროპაში) აცრილია 12 წლის ზევით მოსახლეობის 86.6%საქართველოში კი ყველაზე „ჭკვიანი” ხალხი ცხოვრობს.
რეალურად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5-8% არის აცრილი. ვის ინტერესებში შედის, რომ საქართველო განადგურდეს შიგნიდან?! დაფიქრდით…
რა თქმა უნდა, რუსეთის ომი ჯერ არ დამთავრებულა. საიდან ამ ანტივაქსერებს ასეთი დაფინანსება? რა თქმა უნდა, რუსეთის სხვადასხვა „ორგანიზაციები” დგანან ამის უკან.
საქართველოში ყველა ანტივაქსერი იყენებს რუსულ ვებგვერდებს, სადაც „სიმართლე” წერია.
ალბათ, დროა შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების”, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა. გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გააჩერეთ მანქანები ერთი-ორი დღე, არ იყიდოთ საწვავი, არ შეიძლება? “ - ცირა მესხიშვილი
🔵„ის ერთგულებითა და სამშობლოს სიყვარულით ემსახურებოდა ქვეყანას“ - მამუკა გორგოძე გარდაიცვალა
🔵„განვიხილავთ, რომ შესაძლებელი იყოს 12-15 წლის ასაკის ყველა ბავშვის აცრა“ - ამირან გამყრელიძე
🔵„უსაქმური, მეტი სიტყვა არ გამახსენდა“ - ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტზე
🔵აქტივისტს, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ - დაკავებულია 2 პირი