Digest Logo

„გააჩერეთ მანქანები ერთი-ორი დღე, არ იყიდოთ საწვავი, არ შეიძლება? “ - ცირა მესხიშვილი

1636021059
ცირა მესხიშვილი

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი სოციალურ ქსელში საწვავზე მომატებულ ფასებს ეხმაურება და ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად საზოგადოებამ მანქანაზე რამდენიმე დღე უარი უნდა თქვას.

„ხალხო, გააჩერეთ მანქანები ერთი-ორი დღე, არ იყიდოთ საწვავი არ შეიძლება? ჯიბეზე იგრძნობთ, ჯანმრთელებიც იქნებით, დამიჯერეთ. იარეთ ფეხით“, - წერს ცირა მესხიშვილი.

ცნობისთვის, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განმარტებით, ამჟამად საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულება იმაზე დაბალია, ვიდრე ამას საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს. როგორც ფხაკაძემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა, საწვავის ფასებთან მიმართებით პროგნოზების გაკეთება რთულია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ის ერთგულებითა და სამშობლოს სიყვარულით ემსახურებოდა ქვეყანას“ - მამუკა გორგოძე გარდაიცვალა

🔵„განვიხილავთ, რომ შესაძლებელი იყოს 12-15 წლის ასაკის ყველა ბავშვის აცრა“ - ამირან გამყრელიძე

🔵„კოვიდიანმა უგულავამ ირბინა და მე უნდა შემეზღუდოს კონსტიტუციური უფლება და ვალდებული გავხდე ავიცრა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ?“ - ნინა სამხარაძე

🔵„უსაქმური, მეტი სიტყვა არ გამახსენდა“ - ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტზე

🔵აქტივისტს, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ - დაკავებულია 2 პირი

🔵„ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ“ - ხოშტარია