Digest Logo

აქტივისტს, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ - დაკავებულია 2 პირი

1636010879
თავდასხმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აღნიშნულია შსს განცხადებაში. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ“ - ხოშტარია

🔵„არსებულმა ეპიდვითარებამ, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს“ - ეპიდემიოლოგები

🔵VIDEO: „ასეთი სიყვარულის მწამს“ - გიორგი გასვიანი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

🔵რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი

🔵გაჭირვება, ქორწილი „დალატკული“ პერანგით და სარდაფში ცხოვრება - ოთარ მეღვინეთუხუცესის პორტრეტი