დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იმუნიზაციის საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას ხვალ ან ზეგ მიიღებს.
„12-15 წლის ასაკის ბავშვებში ადრე თუ გვქონდა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით აცრა, დღეს ერთ-ერთ წინადადებად იქნება განხილული, რომ შესაძლებელი იყოს ყველა ბავშვის აცრა. დღეისათვის 12-15 წლის ასაკის 106 ბავშვია აცრილი.
ვფიქრობ, ხვალ ან ზეგ ჩატარდება იმუნიზაციის საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, 16-17 წლის ასაკის 10 ათასზე მეტი ადამიანია „ფაიზერის“ ვაქცინითაა აცრილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„უსაქმური, მეტი სიტყვა არ გამახსენდა“ - ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტზე
🔵აქტივისტს, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ - დაკავებულია 2 პირი
🔵„ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ“ - ხოშტარია
🔵„არსებულმა ეპიდვითარებამ, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს“ - ეპიდემიოლოგები