აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული, მირიან ნათენაძე გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია „მაკრო კონსთრაქშენის“ ხელმძღვანელობამ სამსახურიდან კორონავირუსის გამო გაათავისუფლა.
მისი თქმით, მეუღლეს ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც თვითიზოლაციაში გადავიდა, კომპანიამ ამის გამო სამსახურიდან გაუშვა.
„ჩემს მეუღლეს 24 დეკემბერს დაუდასტურდა კოვიდი, გადავედი იზოლაციაში, ვერ მივიდოდი სამსახურში და სხვას ვერ გადავდებდი, ასეთი უპასუხისმგებლო არ ვარ. 10 დღე ვიყავი სახლში, მე-11 დღეს მოვედი და მითხრეს, შენი ადგილი სხვამ დაიკავაო“, – ამბობს ექსკავატორის მძღოლი, მირიან ნათენაძე.
იგი სამსახურში აღდგენას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
„ძალიან ცუდად გვექცევიან, 8–ის ნაცვლად, 11–12 საათი ვმუშაობთ, მაგრამ ზეგანაკვეთურს არავინ გვინაზღაურებს, ვინც აპროტესტებს იმას სამსახურიდან უშვებენ“, – ამბობს ნათენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სიცოცხლის ბოლო წუთამდე უანგაროდ ემსახურებოდა ჩვენს სამშობლოს“ - ენვერი ქალდანი გარდაიცვალა
🔵თბილისში სვავმა საკანცელარიო დანა გადაყლაპა - ნახეთ, როგორ გადაარჩინეს ფრინველი (ფოტოები)
წყარო: sknews.ge