ბათუმში, 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი იყო. ტრაგედიას დღემდე გლოვობს საქართველო, ეს დღე მძიმე აღმოჩნდა ყველასთვის...
ნინო ჩხატარაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისი ოჯახის წევრიც ამ საშინელმა ტრაგედიამ შეიწირა. მას იმ დღეს მამა გარდაეცვალა.
„დამნაშავე არის სამი ადამიანი, რომლებიც დღეს თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, არანაირად არ აღიარებენ ამ ყველაფერს და უნდათ თავისუფლება, თუნდაც გირაოთი უნდათ გარეთ გამოსვლა. მე ყველაზე ნაკლებად მაქვს უფლება, თუნდა იმაზე დავიწყო საუბარი, რა როგორ უნდა იყოს, თუნდაც რამდენი წელი უნდა გაატარონ იქ.
მე და ჩემს სამეზობლოს, ვისაც ეს ტრაგედია შეგვეხო, ამით შვება არ გვექნება, მაგრამ ძალიან ცუდია, იჯდე სასამართლოზე და ისმენდე, რომ ადამიანები, რომლის გამოც ცხოვრება დაგენგრა, თავს დამნაშავედ არ გრძნობდნენ“, – ამბობს ნინო ჩხატარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵თბილისში სვავმა საკანცელარიო დანა გადაყლაპა - ნახეთ, როგორ გადაარჩინეს ფრინველი (ფოტოები)