Digest Logo

„სასიხარულო ამბავია „სინოვაკის“ ვაქცინით აცრილებისთვის“ - ნახეთ, რა ინფორმაციას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

1632558271
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძე წერს რომ უახლესი კვლევების მიხედვით ჩინური ვაქცინის - „სინოვაკის“ ეფექტიანობა დადგინდა. ფხაკაძე მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.

„საკმაოდ სასიხარულო ამბავია „სინოვაკის“ ვაქცინით აცრილებისთვის.

პირველად ამ ბოლო დროს მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები იქნა შესწავლილი და დადგინდა რომ მხოლოდ 0.011% დასჭირდათ რეანიმაცია (ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი ვაქცინის ეფექტურობის). ასევე კვლევა აჩვენა რომ პფაიზერი უფრო ეფექტურია მხოლოდ 0.002% დასჭირდათ რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).

დასკვნა:

🔵საქართველოში არსებული ყველა კოვიდ ვაქცინა არის უსაფრთხო

🔵საქართველოში არსებული ყველა კოვიდ ვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად პფაიზერი, დანარჩენებიც არაუშავს)

🔵საქართველოში არსებული ყველა კოვიდ ვაქცინა გიცავთ სიქვდილისგან (ფაიზერი 98.8% დანარჩენებიც არაუშავს)

🔵მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17-ვე ვაქცინა არ გიცავთ კოვიდისგან 100% - ვაქცინა არ არის უკვდაობის ელიქსირი

🔵აიცირეთ დროზე და გახსოვდეთ რომ სამედიცინო პირბადე არის აუცილებელი აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავლობებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველი 10-15 წუთი, და იყავით პოზიტიურ განწყობაზე

🔵არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული“, - წერს ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ფანტასტიკური, საოცარი შეგრძნებებით სავსე დღე იყო “ - ლელა მებურიშვილმა დაბადების დღე ხორვატიაში გადაიხადა

🔵„ესაა სრული შოკი… მინუს 18-20 გრადუსში ჰყავთ პაციენტები რეანიმაციებში…“ - მედეა ადამია

🔵არავის გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე - ჯაღმაიძე