Digest Logo

არავის გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე - ჯაღმაიძე

1632556260
ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელევიზიებსა და „მათ უკან მდგარ“ პირებს მიმართა. 

საპატრიარქოს ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში ჯაღმაიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაჟონილ ფაილებზე ისაუბრა.

ჯაღმაიძემ ამბობს, რომ ტელევიზიები მონდომებულნი არიან, ეკლესია პოლიტიკაში ჩართონ.

„ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ფანტასტიკური, საოცარი შეგრძნებებით სავსე დღე იყო “ - ლელა მებურიშვილმა დაბადების დღე ხორვატიაში გადაიხადა

🔵„ესაა სრული შოკი… მინუს 18-20 გრადუსში ჰყავთ პაციენტები რეანიმაციებში…“ - მედეა ადამია

🔵„ჩემი მანქანა დაცხრილეს“ — ცაგერის მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან

წყარო: formulanews.ge