დღეს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა „სინოფარმზე“ რეგისტრაცია უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე ვებგვერდი გათიშულია და მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რამ გამოიწვია რეგისტრაციის შეფერხება. საიტზე მითითებულია, რომ ტექნიკური განახლება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისიდან უნდა დაიწყოს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ოთხმა ძმაკაცმა გადავწყვიტეთ, რომ შეყვარებულების ყოლის დრო იყო და“... - უსაყვარლესი ისტორია
„40 წლისას აღარც ქმარი მყავდა, აღარც – შვილი, უმდიდრესი ქალი „ბომჟად“ ვიქეცი“ – ნინო ხომასურიძე