ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში განაცხადა, რომ კვლევების შედეგების თანახმად, „სინოფარით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ აცრილ ადამიანებში 6 თვის შემდეგაც არ დაფიქსირებულა სიკვდილიანობა, შესაბამისად, ამ პრეპარატით აცრილ ადამიანებს ბუსტერ დოზა არ სჭირდებათ.
„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით, მწარმოებელ კომპანიებზე და FDA-ზე დაყრდნობით, იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინის დამატებითი დოზები ეკუთვნის „პფაიზერის“ ვაქცინას. არც ერთ სხვა ვაქცინას ჯერჯერობით ოფიციალური „ბუსტერი“ არ სჭირდება – არც „სინოფარმს“, არც „სინოვაკს“ და არც „ასტრაზენეკას“. კვლევები აჩვენებს, რომ მძიმე დაავადება და სიკვდილიანობა ამ ვაქცინით აცრილებში 6 თვის შემდეგაც არ გაიზარდა. „პფაიზერთან“ მიმართებაში იმუნური პასუხი ჩამოვარდა, ოღონდ არაჯანმრთელ და ასაკოვან პოპულაციაში. თუ ადამიანს აქვს მოგზაურობის აუცილებლობა და მიმღები ქვეყანა „პფაიზერით“ აცრის დამადასტურებელ კოვიდპასპორტს სთხოვს, სახელმწიფო აძლევს უფლებას, რომ „სინოვაკი“/„სინოფარმით“ ბოლო აცრიდან 28 დღის შემდეგ, სრულად გაიაროს „პფაიზერით“ ვაქცინაცია. ეს გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ვინაიდან აზიის ქვეყნებიდან აშშ-ში ძალიან ბევრი ხალხი ჩადის“, – აცხადებს კულუმბეგოვი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„არსებობს მამრების კატეგორია, რომელიც თვლიან, რომ ბასილაშვილმა თამაში პირადად მე მომიგო“ - ბაია პატარაია
🔵დღეს ლიზა იასკოს დაბადების დღეა - რადას დეპუტატი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🔵„ასი წელი რომ გავიდეს, მაინც ჩემი ქმარი გქვია“... - ნახეთ რა ფოტოები გამოაქვეყნა ლალი მოროშკინამ
🔵video: რქაწითელია და კაი ღვინო უნდა დადგეს წესით, ჰოდა ეგრე! - ალეკო ელისაშვილი
წყარო: www.infopostalioni.com