Digest Logo

სოდიანი წყალი, სიცხის წამალი და თუ სიცხე „გაჯიუტდა“ - ახალი რეკომენდაციები რატიანისგან

1607198625
ლევან რატიანი ექიმი

ლევან რატიანი გვირჩევს:

რჩევები მათ , ვინც სახლში მკურნალობს:

„პირველ რიგში, უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე.

მეორე რაც უნდა გააკეთოთ: როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს.

მესამე - მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსვამთ სიცხის დამწევს თუ ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს. ამასთან, არ ვიღებთ ანტიბოტიკებს, რადგან ანტიბიოტიკი პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ გართულების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფრო მეტად საზიანოა ჯანმრთელობისათვის

რა შემთხვევაში მივმართავთ კლინიკას?

„ თუ სიცხე “გაჯიუტდა” და 48 საათის განმავლობაში 38+1 გრადუსი დაფიქსირდა, არ აქვს ამას მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, იმყოფებით თუ არა რისკ ჯგუფში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი. ვინაიდან ესაა, ერთ-ერთი სიგნალი იმისა, რომ პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა. ცხელება საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ,

თერმომეტრი ყველას გვაქვს სახლში და თუ 38-ს +1 ცელსიუსი აღმოგაჩნდათ 48 საათის განმავლობაში და თუ ამას დაემატა საერთო სისუსტე და ძლიერი ხველა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს ასეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ასეთ ვითარებაში ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვხვდეთ ექიმთან და ჩავიტაროთ პირველადი გამოკვლევები”- აღნიშნავს ლევან რატიანი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

VIDEO ემოციური შეხვედრა ცოლ-შვილთან - სიურპრიზი ლევან რატიანს

4 სიგნალი, რაც covid-19-ის გართულებას მიანიშნებს - რატიანი განმარტავს, რა განსხვავებაა დაავადებულსა და ინფიცირებულს შორის