ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების პირობებს განმარტავს.
როგორც მან აღნიშნა, პაციენტისთვის აღნიშნული მედიკამენტის დანიშვნა მკურნალი ექიმისა და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების ერთობლივი მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს.
„ამ მედიკამენტსაც აქვს თავისი დანიშვნის ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ მედიკამენტ „ტოცილიზუბამის“ დანიშვნა უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმის და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების შეჯერებით, რადგან ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და მკაცრად განსაზღვრული უკუჩვენებაც. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს კლინიკის კლინიკური ჯგუფი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოში ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს
🔵ორი წლიდან ბავშვებში პირბადის გამოყენება აუცილებელია - მაია ჩხაიძე
🔵„არ ვაპირებ სიკვდილის ბოლომდე თეთრი ხალათის გახდას“ - ლევან რატიანი