დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ყველა იმ რეგულაციას ზედმიწევნით დავიცავთ, რაც აქამდე და ბოლო 3 კვირაში არის მიღებული, აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი 200 ინფიცირებულამდე შემცირდება.
„თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს დადგენილია და განსაკუთრებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ცოტა ზევით აგვეწია 55-დან 60%-ზე და თუ ავიყვანთ მაქსიმუმზე – 95%-ზე, თვის ბოლოს შესაძლოა ჩვენ ახალ შემთხვევათა რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და ქვეყანაში ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შეიქმნას. ხოლო აპრილისთვის, ეს მაჩვენებელი ჩამოვიდეს დღიურად, სადღაც 200 ინფიცირებულის ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
უტა და ბერა ივანიშვილები რუსეთის მოქალაქეები არიან
გამყრელიძე სასულიერო პირებს თხოვნით მიმართავს
გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თუ გაგვიუარესდა შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს