Digest Logo

100 ადამიანის სიკეთე აქვს გაკეთებული... წაგვართვა ეს საოცარი ადამიანი კოვიდმა - ხოფერიას მოგონებები ფხაკაძეზე

1607323074
ეკა ხოფერია და ვახტან ფხაკაძე

პარფიუმერული მაღაზიათა ქსელის „ლუტეციას“ შემქმნელი, რომელმაც შეძლო ათასობით ქალის გაბედნიერება გუშინ, 6 დეკემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.

ქართველი ბიზნესმენის, ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალებას, მისი უახლოესი მეგობარი ცნობილი ტელეწამყვანი ეკა ხოფერია ეხმაურება და მეგობარს ემოციურად ემშვიდობება.

როგორც ხოფერია წერს, ვახტანგ ფხაკაძეს კოვიდი რომ დაიწყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ერთი ადამიანიც არ გაუშვია სახლში.

„ვახტანგ ფხაკაძე გარდაიცვალა.... წაგვართვა ეს საოცარი ადამიანი კოვიდმა.

თავს უფლებას ვაძლევ ჩემი თავი მის მეგობრად ჩავთვალო, რადგან მართლა ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებდა, გარდა საქმიანი ურთიერთობის და აი, ასეთი ლამაზი მიღებების.

უნიკალური ადამიანი, რომელმაც სილამაზის მთელი სამყარო შექმნა „ლუტეცია“ ჯგუფის ქვეშ. უდიდესი გეგმებით წინ.

ცუდად რომ გახდა და დამძიმდა სულ ვამბობდი ჩემთვის, რომ შანსი არაა, გადარჩება, იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, მინიმუმ ასი ადამიანის გასაკეთებელი....

კოვიდი რომ დაიწყო, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ერთი ადამიანი არ გაუშვია სახლში, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას სამსახური ჰქონოდა და არავინ დარჩენილიყო შემოსავლის გარეშე, ჰო დაკეტილი მაღაზიების მიუხედავად.

საახალწლოდ ჩვეულებრივი სარეკლამო კამპანია არ მექნებაო, არ მინდა არ მერეკლამება, მათ დავეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდაო. ეს თქვა.

მარტის თვეში „ლუტეციას“ გმირებად არა ცნობილი ადამიანები, არამედ ქალები ეკრანს მიღმა აარჩია, განსაკუთრებული საჩუქრებით და მათზე ისტორიებით პატარა ვიდეოები გადაიღეს ძალიან მაგარ გოგოებზე და ამაყობდა ამით...

არ ვიცი, რომელი ერთი დავწერო, ის, რაც მე ვიცი... ახლა ინბოქსს ვათვალიერებდი, სულ რაღაც სასაცილო ისტორიებს მიგდებდა, კორონა მეგრელებს და ზესტაფონელებს არ ეკარებაო-ყვებოდნენ ამ ისტორიებში)))

რაღაცნაირად მამხნევებდა და ის, რომ მართლა რთული დროის მიუხედავად, სექტემბრის სითით გამოვედი, მისი დამსახურებაა. ოღონდ ეს ცხადია მისგან არც გამიგია... მერე ვაპირებდი საახალწლოდ პირველი ვიდეოვლოგი მასზე გამეკეთებინა, რაღაცებს ვუთანხმებდი, სამუშაო სათაურით, კაცი, რომელმაც ამ ქვეყანაში სილამაზის და მშვენიერების ინდუსტრია შექმნა.... ინტუიტიურად მომავალი სითის სარედაქტოროშიც მას ვახსენებ, კი ვიცოდი, რომ მძიმედ იყო, მაგრამ ხო გითხარით, თავს არ ვუტყდებოდი, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო.

ვერაფერი დავწერე გუშინ და მთელი ღამე აი ამ ძალიან მაგარ კაცზე მეფიქრებოდა, რომელიც არანაირად, არც ერთი წესითა და კანონით, არ იმსახურებდა სიკვდილს....

ჩემო ძვირფასებო, გაუფრთხილდით ერთმანეთს, ყოველი წამი დააფასეთ და იფიქრეთ თქვენზე და თქვენს ირგვლივ მყოფებზე...

ფოტოზე, მე და ბატონი ვახო იმ დროს, როცა ცხოვრება მართლაც სხვანაირი იყო.
ვუთანაგრძნობ მის არაჩვეულებრივ ოჯახს და მთელ გუნდს, რომელსაც ნამდვილად ძალიან ძალიან მაგარი კაცი დაგაკლდათ.

Vakhtang Pkhakadze
მშვიდობით, ჩემო ძალიან მაგარო მეგობარო. თქვენი ეკა ხოფერია“- წერს ეკა ხოფერია, სოციალურ ქსელში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 500 ლარი გადაეცემა

როგორ დაიკლო ნანუკა ჟორჟოლიანმა 17 კილო

„გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია თეთრი ეკიპირების ფორმა... სახლში 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება“