Digest Logo

„უსმინეთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს, თუ არ ხარ აცრილი, სასწრაფოდ აიცერი“ - ზაზა წერეთელი

1638254298
ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და კორონავირუსის ახალ - „ომიკრონ“ შტამზე საუბრობს.

მისი თქმით, 2-3 კვირაში ყველაფერი უფრო გაცილებით ნათელი გახდება, მანამდე კი უსმინეთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს.

„ახალი შტამი „ომიკრონი" და შემდეგი ორი კვირა.. რას ვაკეთებთ თუკი ვხვდებით, რომ „დიქტატორი მე“ და მისი პარტია არ არის მთავარი ამ სიტუაციაში.

1) თუ არ ხარ აცრილი, სასწრაფოდ აიცერი
2) თუ არ გაქვს გაკეთებული ბუსტერი, აუცილებლად გაიკეთე (ალბათ საქართველოც შეამცირებს 6-თვიან ინტერვალს)
3) დახურულ შენობებში აუცილებლად პირბადე
4)რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ დახურული შენობები
5) შეგიძლია იმუშაო სახლიდან? ნუ წახვალ ოფისში. კარგი მენეჯერები დატოვებენ თავიანთ ხელქვეითებს სახლში
6) მოერიდეთ დახურულ სივრცეებში მასობრივ თავშეყრებს, ქეიფებს თუ სხვა ღონისძიებებს
7) მოემზადეთ გონებრივად, რომ უნდა იმოქმედოთ უფრო ფრთხილად, თუ Omicron აღმოჩნდა უფრო ინფექციური, უნარით რომ აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, ან ორივე ერთად.

2-3 კვირაში ყველაფერი უფრო გაცილებით ნათელი გახდება, მანამდე კი უსმინეთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს“, - წერს ზაზა წერეთელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

🔵ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება

🔵გთხოვთ, გახსოვდეთ, კოვიდი არსად წასულა და მისი დელტა ვარიანტი უფრო ვერაგი და სასიკვდილოა - გიორგი ფხაკაძე