გლდანის რაიონში, მუხიანი 2, საზანოს ქ. N 20 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, წყალმომარაგება აღდგება 30/11 15:00საათიდან, წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანი 2-ს (აგარაკებს) მთლიანად.
ამასთან, 1 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N182-თან, წყალმომარაგბის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 1 დეკემბერს, ღამის 00:30 საათიდან 1 დეკემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში: გლდანის VII და VIII მიკრორაიონებს; სოფელ გიორგიწმინდას და ბერთუბანს; გლდანის ტბის, თეთრი ტბის და ხოჭის ტბის დასახლებებს; კობერიძის, ბორჩალოელის, ბატონიშვილის და ნასერალის ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.
ასევე დაგაინტერესებთ👇