საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში სამწუხაროდ, ყველა პაციენტს ვერ მართავენ და იმიტომ მიდიან ზუსტი დიაგნოზის დასასმელად უცხოეთში.
ასევე მისი თქმით, კოვიდის დელტა ვარიანტი უფრო ვერაგი და სასიკვდილოა.
„გააკეთეთ ისე, რომ საქართველოში ყველა საავადმყოფო/პოლიკლინიკა/ამბულატორია (სახელმწიფო თუ კერძო, ციხის საავადმყოფოს ჩათვლით), რომელზეც სახელმწიფო ლიცენზიაა გაცემული, შეესაბამებოდეს მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს და ყველა პაციენტის მკურნალობა უმაღლეს დონეზე იყოს შესაძლებელი.
საქართველოში, სამწუხაროდ, ყველა პაციენტს ვერ მართავენ და იმიტომ არის, რომ მივდივართ ან თურქეთში ,ან ევროპაში ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ.
გთხოვთ, გახსოვდეთ, კოვიდი არსად წასულა და ამჟამად განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. კოვიდის დელტა ვარიანტი არის უფრო ვერაგი და უფრო სასიკვდილო, განსაკუთრებით ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვთ, (შიმშილობის და სტრესის ფონზე). 100% პირბადის ტარება პაციენტებს და ყველას, ვისაც აქვს მათთან კონტაქტი და ასევე 100%-იანი აცრა ფაიზერით.
ხარისხიანი ჯანდაცვა - ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება.
ადამიანის სიცოცხლე არის უმთავრესი, ვინც არ უნდა იყოს ის.
სანამ ყველა საავადმყოფო ასეთი სტანდარტების არ გაქვთ, გადაიყვანეთ.
შექმნილ სიტუაციაში ჯობს, გადაიყვანოთ საზღვარგარეთ“- წერს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე
🔵„დაიწყო გლობალური ომი...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე