Digest Logo

„ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი, უსაფრთხოა" - ნახეთ, რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

1627934135
გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ ჩატარებული ახალი კვლევის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.  მისი თქმით, „მოდერნა" და „ფაიზერი" კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინები არიან.

„სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები „დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ , ვინაიდან უმრავლესობა: შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ... მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება ... რეანიმაციაში მოხვედრის ან გარდაცვალების ალბათობა საკმაოდ დაბალია... მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი, უსაფრთხოა...", - წერს გიორგი ფხაკაძე.

ამავე თემაზე👇

„ფაიზერი" არ არის „მერსედესი"... ვიცი, რომ შეცდომის აღიარება საქართველოში „არ მოსულა” - ნახეთ, რას ჰყვება გიორგი ფხაკაძე

„ახალი სასიკვდილო რეკორდია დასამყარებელი - აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება“ - გიორგი ფხაკაძე

„ამ ბიზნესის წინააღმდეგ გამოვდივარ! ამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთება" - ნახეთ, რას ჰყვება გიორგი ფხაკაძე