Digest Logo

„ფაიზერი" არ არის „მერსედესი"... ვიცი, რომ შეცდომის აღიარება საქართველოში „არ მოსულა” - ნახეთ, რას ჰყვება გიორგი ფხაკაძე

1627900345
გიორგი ფხაკაძე

„სინოვაკის ეფექტურობა, შესაძლოა, 20% იყოს კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. გახსოვთ, ამას როდის ვამბობდი, რომ ჩინური ვაქცინები მხოლოდ 20-25 %-ითაა ეფექტური?!”,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს. 

„ბავშვობაში დედაჩემი მეუბნებოდა „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”. ვიცი, რომ შეცდომის აღიარება საქართველოში “არ მოსულა”, მაგრამ გამოსავალიც არსებობს, თუ ამის სურვილი არის! ეს არ არის არავის შეცდომა, ეს არის ამ ვერაგი ვირუსის მუტაციის ბრალი და საქართველოში ზოგიერთები თავის თავზე რატომ იღებენ ყველაფერს?! ბუსტერის (ძლიერი/მაღალეფექტური ვაქცინების – „ფაიზერი" ან მოდერნა, 1 დოზა) აუცილებლობა უკვე დადგა, ეს არის რეალობა. ნახეთ ბაჰრეინის გადაწყვეტილება. ფაიზერი არ არის „მერსედესი” ფაიზერი არის დღესდღეობით საუკეთესო ვაქცინა და რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვთქვათ. დავუშვათ „ფაიზერის" ან „მოდერნას" ბუსტერი საქართველოში. არ დაგავიწყდეთ – სამედიცინო პირბადე 2 წლიდან ყველას, ყველგან და ყოველთვის“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ამავე თემაზე👇

„ახალი სასიკვდილო რეკორდია დასამყარებელი - აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება“ - გიორგი ფხაკაძე

„ამ ბიზნესის წინააღმდეგ გამოვდივარ! ამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთება" - ნახეთ, რას ჰყვება გიორგი ფხაკაძე

„პფაიზერის“ მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო!..“ - გიორგი ფხაკაძე