საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ანტისხეულებზე ტესტების გაკეთება აფერაა და მცდარ მოლოდინებს ქმნის.
„ანტისხეულების ტესტების „ბიზნესის” წინააღმდეგ გამოვდივარ ამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთება და არაპროფესიონალიზმი ამ ქვეყანაში ეს არის, უბრალოდ, „აფიორა” და ტყუილი/მცდარი მოლოდინების, ილუზიის შექმნა მეცნიერულად „ატისხეულების ტესტი” კონკრეტულ ადამიანს არანაირ შედეგს არ აძლევს, ვინაიდან რა პასუხიც არ უნდა იყოს, ეს პასუხი უფრო „ყავის ფინჯანზე მარჩიელობას” ჰგავს ამერიკაში სადაზღვევო სისტემა არ აფინანსებს ამ რესურებს ჩვენთან კი (ასევე რუსეთში) ბუმია ამ ტესტებზე. შეკითხვა მაქვს, თუ მივყვებით ოფიციალურად „ამერიკულ” მოდელს, მაშინ რატომ ვიცრებით ჩინური ვაქცინებით (ჩინეთის გავლენის ქვეშ ვართ?!) და ვაკეთებთ ანტისხეულების ტესტებს (რუსეთის გავლინის ქვეშ ვართ?!). არაპროფესიონალიზმი კლავს", - წერს ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„იმედია სექტემბერში დავწერ welcome back" - ნახეთ, ვის დაბრუნებას ელოდება ნანუკა ჟორჟოლიანი