11 თებერვალს თბილისის დროით 23:05-ზე ასტროლოგები ახალმთვარეობას და წლის მმართველის თეთრი მეტალის ხარის შემობრძანებას ელოდებიან.
12 თებერვალი, პალინდრომი (როცა რიცხვები ერთნაირად იკითხება თავიდანაც და ბოლოდანაც) განსაკუთრებული დღეა დააკვირდით, რიცხვები სარკისებურადაა განლაგებული 12.02.2021 ანუ 1202-2021. 11-ში, 23:05-ზე შეგიძლიათ სამომავლო მიზნების, სურვილების წერა დაიწყოთ, როგორც ერთ თვეში შესასრულებლის, ისე წლიურის.
ახალმთვარეობის დღეს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებმა, შეიძლება იგრძნონ
•თავის ტკივილი
•უგუნებობა
•სისუსტე
•ენერგიის უკმარისობა.
ამიტომ, წინასწარ მოამზადეთ თავი პოზიტივისთვის. იყავით ამაღლებულ განწყობაზე. ახალმთვარეობამდე ერთი დღით ადრე გირჩევთ
•დიეტის დაცვას
•სახლის დალაგებას
•ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებას.
ერთი საათით ადრე გათავისუფლდით ყველა საქმისგან, განმარტოვდით და მადლობა გაუგზავნეთ ყველა ადამიანს, ვინც ამ მთვარის თვეში თქვენს ცხოვრებაში შემოვიდა. მადლიერი იყავით საქმეებისა და მოვლენებისადმიც. ახალმთვარეობის დადგომის შემდეგ (1 საათის შუალედში) ჯანმრთელობა, ბედნიერება და ბარაქა უსურვეთ ჯერ საკუთარ თავს, მერე ახლობლებს, ოჯახის წევრებს და მთელ ქვეყანას.
ახალმთვარეობა ხდება მერწყულის ზოდიაქოში, სადაც ერთდროულად ექვსმა პლანეტამ მოიყარა თავი. მერწყულებო! იყავით დაკვირვებული თქვენ გარშემო მომხდარ ცვლილებებთან, გამოიჩინეთ ძალა, რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
მთვარის ამ თვეში უნდა იშრომოთ; იყავით დაკვირვებული, ყურადღებით მოაგვარეთ ყველა საქმე. გაიმარჯვებთ, თუ მოთმინებით აღიჭურვებით და უკეთესი მომავლის იმედი გექნებათ. სასიკეთო ცვლილებები ელით 11-16 ივნისის.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მას ვაბრალებ რაღაცებს, ყველა კიდური მაქვს მოტეხილი - თამრიკო ჭოხონელიძის ცნობილი ნათლულები