მომღერალი თემურ წიკლაური თურმე ეზოთერული საკითხებისადმი დიდ ინტერესს იჩენდა. ამის შესახებ წიკლაურის გარდაცვალების შემდეგ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გაანაცხადა. როგორც აღმოჩნდა წიკლაურს უცხოპლანეტელებთან კომუნიკაცია ჰქონია. ამ საკითხზე მომღელამა გადაემაში „პრაიმშოუ“ თავადაც ისაუბრა.
„90-იან წლებში უფოლგოთა მსოფლიო კონგრესი შედგა, სადც მეც ვიყავი, როგორც თალესის მეგობარი. იქ ერთ-ერთმა კონტაქტორმა უცხოპლანეტელებისგან მიიღო მუსიკა და ლექსი, თან უთხრეს - თემურმა იმღეროსო. ლექსს ერქვა - „ვარსკვლავები გიცინიან“. დავიწყე სიმღერა და ამ პროცესში ჩაქრა სინათლეები, აფეთქდა რაღაცები და ამოვარდა ქარი. დარბაზში მყოფი ადამიანების უმრავლესობა შიშისგან გაიქცა. მაშინ მომინდა, რომ უცხოპლანეტელებისთვის მეკითხა - მოსწონდათ თუ არა ჩემი სიმღერა?. დავწერეთ წერილი და დავტოვეთ დალუქულ ოთახში. 3 დღის შემდეგ მივედით, იმ ოთახში და დაგვხვდა ასეთი პასუხი: წავიღეთ შენი სიმღერა და იმ პლანეტაზე ფრიად მოეწონათ თქვენი ხმა.
90-იანი წლები იყო, შიმშილით კუჭი გვიხმებოდა, არავის უდნოდა კონცერტი, სამსახურებიც არ იყო, ხოდა მეც მივწერე უცხოპლანეტელებს - იქნებ წამიყვანოთ მანდ და ჩავატარებ კონცერტებს-თქო მათ კი მიპასუხეს, რომ ჯერ ჩემი წაყვანა ადრე იყო“, - ამბობდა თემურ წიკლაური „პრაიმშოუში“.
ცნობისთვის, მომღერალი თემურ წიკლაური, პირველ თებერვალს 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).
თეიმურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).
2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.
აგრეთვე დაგანტერესებთ:
რომანი ბერა ივანიშვილთან, უცხოელი ქმარი და სხვა ამბები თაკო გაჩეჩლაძეზე