რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. უფროს კოლეგასთან გულწრფელი საუბარი თავდაჯერებას შეგმატებთ. ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ, რომ ხიფათს არ გადაეყარონ. თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ამ დღის მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები უნდა გამორიცხოთ.
კურო
ამ დღეს შესაძლოა, ძველი, დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქონ. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. შესანიშნავი განწყობა და მებრძოლი სულისკვეთება თვითდამკვიდრებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტი უფროს ნათესავებთან.
ტყუპები
ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი მოიტყუოთ. სავარაუდოდ, დამატებითი შემოსავლის წყაროს აღმოაჩენთ და ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ. ხელსაყრელი დღეა სპონსორების მოძიებისთვის.
კირჩხიბი
დილიდან დაძაბული და გაღიზიანებული იქნებით. სასიყვარულო იმედგაცრუების გადატანა გიჭირთ. ეცადეთ, ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ და სტუმრების მიღებისთვის მოემზადოთ. ერიდეთ ვირუსებს და იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე - სასურველია ბუნებრივი პრეპარატებით.
ლომი
ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. მეგობრების რჩევა და გამოცდილება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, რომ საღამოს მხიარული პაემანი გქონდეთ, თუმცა საეჭვოა, რომ ეს კავშირი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
ქალწული
ეს დღე სავსეა სასიყვარულო შეხვედრებით, ემოციებით, იმედგაცრუებებითა და ინტრიგებით. მთელი დღე უგუნებოდ ხართ, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. გირჩევთ უფროსებთან ურთიერთობის დროს ემოციები აკონტროლოთ, რომ მცირე კამათი კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, სანამ ძველს არ დაასრულებთ. ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ დაწინაურება მოითხოვოთ.
მორიელი
ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, რადგან ეს შეიძლება სკანდალით დასრულდეს. საქმე, რომლიც დიდი ხანია უიმედოდ მიგაჩნიათ, პირველ მოგებას მოგიტანთ. საღამოს ოჯახური საქმეები და სასიამოვნო სტუმრები გელით.
მშვილდოსანი
პასიური დღეა და სასურველია, რომ თქვენც ნაკლებად იაქტიუროთ, განსაკუთრებით ბიზნესში. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რათა მცირე გაციება დიდ პრობლემაში არ გადაიზარდოს. მოულოდნელი სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა შემოქმედი ადამიანებისთვის. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - ეს ურთიერთობა შეიძლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. სამსახურში მოსალოდნელია, სამართლებრივი საკითხების მოგვარება და სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა გელით.
მერწყული
კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. სავარაუდოდ, ამ დღეს პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. პროექტი, რომელზეც ამჟამად მუშაობთ, ძალიან ადვილი, მაგრამ მოგებიანია. საინტერესო იდეა დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნაში დაგეხმარებათ.
თევზები
გირჩევთ დანებდეთ გრძნობას, რომელმაც მთლიანად დაგიპყროთ და სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. თუ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედებთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. უფროს თაობასთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მცირე კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაზარდოთ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი... დახურეთ “ - რას წერს ნინო თარხნიშვილი