Digest Logo

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1644698036
13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ფრთხილად იყავით, რათა საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთებაში ხელს გიშლით. მოსალოდნელია შორიდან ჩამოსულ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა.

კურო

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანებმა, ვისაც ენდობით, იმედი გაგიცრუონ. ხელსაყრელი დღეა პროფესიული საქმიანობისთვის - შეგიძლიათ, საკუთარი იდეები და ინიციატივები კოლეგებსა და უფროსებს განსახილველად შესთავაზოთ . საღამოს ეცადეთ კარგად დაისვენოთ და ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანების პრობლემებზე და საჭიროებებზე გაქვთ გადატანილი. გახსოვდეთ, რომ ვინც შორეულ სირთულეებზე არ ფიქრობს, ახლო უსიამოვნებები ელის. მოერიდეთ თვითმფრინავით მგზავრობას.

კირჩხიბი

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, ინტრიგებითა და იმედგაცრუებებით. არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისთვის - უმჯობესია, ხვალამდე მოიცადოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ - ახლა მისთვის რთული დროა და თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ლომი

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს - მოსალოდნელია მოწამვლა ან ალერგიული რეაქციები.

ქალწული

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დღევანდელი წარუმატებლობა საბოლოოდ თქვენთვის სასარგებლო იქნება. არახელსაყრელი დროა კოლექტიური სწავლების ან ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური საქმიანობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული გატაცება.

სასწორი

ამ დღეს ყველაფერი თქვენს სწრაფ რეაქციაზეა დამოკიდებული. ეცადეთნ უხილავ ადამიანად იქცეთ, რომ უსიამოვნო საუბარი თავიდან აიცილოთ. თუ მანქანას მართავთ, ჩვეულზე მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ეცადეთნ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რომელიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მორიელი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მორიელებისთვის. გამორიცხული არ არის დაუგეგმავი შემოსავალი, მაგრამ ყველაფერი ბავშვების საჭიროებებზე დაიხარჯება. გირჩევთ ,საღამოს კარგად დაისვენოთ და ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. სამსახურში საკუთარი ნიჭის სრულად გამოვლენას შეძლებთ. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა იმ წამლებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ და დოზას არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ.

თხის რქა

თუ გრძნობთ, რომ თავდავიწყებით გიყვართ და მის გარეშე ყოფნა გიჭირთ, დროა გადაწყვეტილების მიღებაზე იფიქროთ.. სავარაუდოდ, ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. გირჩევთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური მუშაობისთვის, მთავარია, რომ არ გადაიღალოთ. მიზნის მიღწევის შემდეგ ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებმაც რთულ დროს დახმარების ხელი გამოგიწოდეს. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს, განსაკუთრებით, თუ ალერგიული ხართ.

თევზები

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. თავი შეიკავეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც, წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც რომანტიკულ კავშირს გააბამთ.

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას