Digest Logo

2022 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვისთვის იქნება წარმატებული და იღბლიანი ვეფხვის წელი

1639811850
2022 წელი

2022 წელი ცვლილებების დროა, რომელიც ზოდიაქოს ბევრ ნიშანს კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებებს მოუტანს. ზოდიაქოს წრის თითოეულ წარმომადგენელს თავისი იღბლიანი პერიოდი ექნება, თუმცა მხოლოდ იღბლის იმედად არ უნდა იყოთ. ვეფხვს მებრძოლი და აქტიური ადამიანები უყვარს, თუ გულზე ხელებდაკრებილი დასხდებით და იღბალს დაელოდებით, არაფერი შეიცვლება. ზოდიაქოს ზოგი ნიშნისთვის 2022 წელი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. თუ ზოდიაქოს წრის ზოგი წარმომადგენელი ცვლილებებს ადვილად შეეგუება, სხვებისთვის გატკეპნილი ბილიკიდან გადახვევა გაუჭირდებათ.

ვერძი (21.03 - 19.04)

ვერძებს თამამად შეიძლება იღბლიანები ვუწოდოთ, რადგან 2022 წელს რთული და კრიზისული პერიოდები მოსალოდნელი არაა. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი წლის მეორე ნახევარი - გაზაფხულის ბოლოდან ნოემბრამდე იქნება. ეს პერიოდი ვერძებისთვის კარიერულ ზრდას, ფინანსური სფეროს გაუმჯობესებას და პირად ცხოვრებაში წარმატებას უკავშირდება. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაზე ხელსაყრელი დროა გაბედული იდეებისა და თამამი ექსპერიმენტების განსახორციელებლად. ზაფხულში ხელსაყრელი პერიოდია ახალი ურთიერთობებისთვის. სავარაუდოდ, ახალი რომანი ან უკვე არსებული სასიყვარულო კავშირების გაძლიერება გელით.

კურო (20.04 - 20.05)

2022 წელს კუროს მშვიდი და აქტიური პერიოდების მონაცვლეობა ელის. მომზადეთ იმისთვის, რომ ზამთრის პირველი ორი თვე შეიძლება რთული იყოს. ამ წელს კუროსთვის ყველაზე ხელსაყრელი და წარმატებული პერიოდი გაზაფხულია, როდესაც ფინანსურ და კარიერულ საკითხებში წარმოუდგენლად გაუმართლებს. ასტროლოგები ზაფხულში ახალი ადამიანების გაცნობასა და არსებულ ურთიერთობებზე მუშაობას გირჩევენ. ცხოვრებისეული სირთულეები შეიძლება სექტემბერსა და ნოემბერში წარმოიშვას. გამორიცხული არ არის, რომ შემოდგომის ბოლო თვეს პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები შეგექმნათ, მაგრამ კუროსთვის მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. ამასთან, დროებით სირთულეებს მალე ფინანსური წარმატება დაკარიერული წინსვლა შეცვლის.

ტყუპები (05.21 - 06.20)

იანვრიდან მაისამდე პერიოდში ტყუპებს მიზნის მისაღწევად ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა მოუწევთ. სამსახურში არსებული სირთულეების მიუხედავად, ჰაერის ელემენტის წარმომადგენლებს ამ პერიოდში სიყვარულში გაუმართლებთ. მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში ტყუპების ნებისმიერ წამოწყებას წარმატება ელის. შესაძლოა, გაჩნდეს განცდა, რომ ბედი თქვენს მხარესაა, მაგრამ ილუზიებში არ უნდა ჩავარდეთ. ეცადეთ პრობლემები გონივრულად და რაციონალურად მოაგვაროთ. თუ ხვდებით, რომ ბიზნესპარტნიორი ან კოლეგა თქვენს მოტყუებას ცდილობს, დაფიქრდით ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება ადამიანთან, რომელსაც არ ენდობით.

კირჩხიბი (21.06 - 22.07)

კირჩხიბებისთვის 2022 წელი ხელსაყრელი დროა, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელონ, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალონ და ახალი ადგილები მოინახულონ. ამ წელს მნიშვნელოვანი სირთულეები მოსალოდნელი არ არის. იანვრიდან მაისამდე და ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ცხოვრების უამრავ სფეროში გაგიმართლებთ - მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, კარიერული წინსვლა, პრემიები და საჩუქრები. გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში, პირად ცხოვრებაში დაუვიწყარი ემოციები გელით.

ლომი (23.07 - 22.08)

ლომებს მნიშვნელოვანი წელი ელით, რომელმაც შეიძლება მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ. შესაძლოა, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რომ რაღაცის მსხვერპლად გაღებაც კი მოგიწიოთ. მაისიდან დეკემბრამდე ხელსაყრელი პერიოდია - თქვენი ყველამცდელობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. მალე ცხოვრება გაიძულებთ ცვლილებები არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, არამედ ურთიერთობებშიც შეიტანოთ. მარტსა და აპრილში სიყვარულში სირთულეები გელით, მაგრამ მაის-ივნისში მდგომარეობის შეცვლას მოახერხებთ. აგვისტოდან წლის ბოლომდე პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიისა და ურთიერთგაგების პერიოდია.

ქალწული (08.23 - 09.22)

გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას მოიფიქრეთ რისი შეცვლა გსურთ - 2022 წელს ნებისმიერი ცვლილებას ადვილად განახორციელებთ. იანვრიდან მაისამდე და ნოემბრიდან დეკემბრამდე დაძაბულობა იგრძნობა. ამ პერიოდში პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობებისთვის შესაძლოა, სოციალური მიღწევების მსხვერპლად გაღება მოგიწიოთ. აპრილში რთული დღეების გადატანა მოგიწევთ - საყვარელ ადამიანთან განშორების რისკიც კი არსებობს, თუმცა ზაფხული ახალი ურთიერთობებით გაგახარებთ. დაოჯახებული ქალწულები ოჯახური ურთიერთობების გაძლიერებას შეძლებენ. განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია ივნისიდან აგვისტომდე.

სასწორი (23.09 - 22.10)

2022 წელს სასწორებს კარიერული წინსვლის თვალსაზრისით წარმატება ელით, მაგრამ დიდი მიღწევებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა დაგჭირდებათ. მაისიდან ნოემბრამდე მოსალოდნელია სირთულეები და იმის განცდა, რომ ბედი არ გწყალობთ. გირჩევთ მთელი ყურადღება იმ სფეროზე გადაიტანოთ, რომელიც ამ პერიოდში სხვების ფონზე წარმატებულად გამოიყურება და ეს ურთიერთობების სფეროა. ეცადეთ ეს დრო ახალი ნაცნობობისთვის, ურთიერთობების გაძლიერებისა და ქორწინებისთვის გამოიყენოთ.

მორიელი (23.10 - 21.11)

2022 წელს მორიელებს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო წარმატებისთვის დიდი შრომა მოუწევთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი იანვრიდან მაისამდე და ნოემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდება. პირად ცხოვრებაში ხანმოკლე სირთულეები შესაძლებელია, მაგრამ მარტოხელა მორიელები ახალი სიყვარულის პოვნას შეძლებენ. ვინც ძველი ურთიერთობებისგან დაიღალა და თავის დაღწევა სურს, მიზანს მიაღწევს. გახსოვდეთ, რომ სიყვარულისთვის საუკეთესო დრო ივლისი და აგვისტოა.

მშვილდოსანი (11.22 - 12.21)

მშვილდოსნებისთვის მთელი წელი იღბლიანი იქნება. განსაკუთრებული წარმატება კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებში გელით. მაისიდან ნოემბრამდე პერიოდი ბედის საჩუქრებით გაგახარებთ. სწორედ ამ დროს სასურველია ახალი პროექტების დაწყება და მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობა. პირადი ცხოვრების მიმართულებით მშვილდოსანს გაზაფხულზე, ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის ბოლო თვეებშიგაუმართლებს. შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ პირადი ცხოვრება მოიწყოთ და დაქორწინდეთ.

თხის რქა (12.22 - 01.19)

თხის რქებისთვის 2022 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროა. დროა კონსერვატიულ შეხედულებებზე უარი თქვათ და მოძრაობის მიმართულება შეცვალოთ. 2022 წელს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ორი განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ექნებათ: იანვრიდან მაისამდე და ნოემბრიდან დეკემბრამდე. ეცადეთ საკუთარ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც ამ პერიოდს დაამთხვიოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში წინსვლა მოსალოდნელია ზამთარში, ასევე აპრილში, სექტემბერსა და ნოემბერში. მარტოხელა თხის რქებს ახალი ურთიერთობები ელით.

მერწყული (20.01 - 18.02)

მერწყულებს აქტიური და ინტენსიური მუშაობის წელი ელით. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მოღვაწეობის სფეროს შეცვლა, მაგრამ „გარედან“ მომდინარე დაბრკოლებები ცვლილებების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. არ ინერვიულოთ - მაისიდან დეკემბრამდე ყველა მიმართულებით წარმატებული იქნებით. მაისი, ივლისი და შემოდგომა-ზამთრის თვეები ხელსაყრელია პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

თევზები (19.02 - 20.03)

2022 წელს თევზები ბედის რჩეულები იქნებიან. ხელსაყრელი დროა განვითარებისთვის, ახალი პროექტების შექმნისა და განახლებისთვის. განსაკუთრებით წარმატებული ახალი წლის პირველი ოთხი თვე, ასევე ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდი იქნება. კრიზისებისა და სერიოზული განსაცდელის არ უნდა გეშინოდეთ - წელი მშვიდად ჩაივლის. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგადაა. 2022 წელი შესანიშნავი დროა ახალი ადამიანების გასაცნობად, ახალი ურთიერთობების შექმნისა და უკვე არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

ისევე როგორც წინა 2020 და 2021 წლები, მომავალი 2022 წელიც კაცობრიობას მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს. მერწყულის ეპოქაში სტანდარტული სქემები და ჩვეული წესები აქტუალური აღარ არის. აუცილებელია ახალი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი სტრატეგიების აგება ვისწავლოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო განვითარების ახალ ტენდენციებთან შეგუების პროცესი არც ისე მარტივია.

მარტიდან ივნისის შუა რიცხვებამდე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე გავლენას რამდენიმე პლანეტა: მარსი, მერკური, ვენერა, იუპიტერი და სატურნიმოახდენს. ამ პერიოდში სარისკო საქმიანობას უნდა ერიდოთ. ასევე ფრთხილად უნდა იყოთ მოგზაურობისას, განსაკუთრებით მთიან რაიონებში. გახსოვდეთ, რომ არსებობს ქარიშხლებისა და წყალდიდობის საფრთხე.

სატურნისა და ურანის დაძაბული ურთიერთქმედება ძველ შეხედულებებსა და ახალ იდეებს შორის კონფლიქტს გამოიწვევს. აუცილებელი გახდება ძველსა და ჩვეულზე უარის თქმა ახლის დანერგვის მიზნით.

გაზაფხულზე პლუტონის ნეპტუნთან და იუპიტერთან ჰარმონიული ურთიერთქმედება საკუთარ თავში ფარული შესაძლებლობების აღმოჩენას გაიძულებთ. ამ დროს ოპტიმისტური განწყობა და თავდაჯერებულობა ახასიათებს. არსებობს ცხოვრების დონის გაუმჯობესების შანსი.

დეკემბრის ბოლოდან მაისამდე იუპიტერის თევზების ნიშანში გადასვლა ზოდიაქოს ბევრ ნიშანს სამყაროს უკეთ აღქმისა და ცნობიერების მაღალი დონის მიღწევის საშუალებას მისცემს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი

წყარო: spnews.io